რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა თავის პოლონელ კოლეგას მეჩისლავ ჩენუხს განუცხადა იმის შესახებ, თუ რა ზომებს მიიღებს რუსეთი ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსების შემთხვევაში.
,,ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხებზე რაც ხელს უშლის რუსეთსა და პოლონეთს შორის ურთიერთობის მომავლის უფრო ინტენსიურ და ერთობლივ დაგეგმვას. პირველ რიგში, ხელისშემშლელი ფაქტორია ის ფაქტი, რომ პოლონეთი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებს განალაგებს თავის ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს ძალიან რთული საკითხია, რუსეთმა ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და სიმეტრიული რეაგირება მოახდინოს იმ საფრთხეებზე რასაც სარაკეტო თავდაცვის სისტემა წარმოშობს’’- ნათქვამია მაკაროვის განცხადებაში.




