საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყირგიზეთში ვიზიტისას, ცენტრალური აზიის ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტებს შეხვდა . შეხვედრაზე მან რუსეთ -საქართველოს ომი გაიხსენა და თქვა , რომ 2008 წლის აგვისტოში რუსეთი დარწმუნებული იყო ” სააკაშვილის რეჟიმის უპრობლემოდ დასრულებაში“. საქართველოს პრეზიდენტმა გამოთქვა აზრი, რომ რუსებმა თბილისის დაკავება საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციის გამო გადაიფიქრეს.
” უახლოეს 2-4 წელიწადში მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენს გარშემო და ძალიან დიდ ქვეყნებშიც ავტორიტარული რეჟიმები უბრალოდ ჩამოიშლება. ეს სავსებით ნათელია“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა პრეზიდენტმა.




