ტელეკომპანია მაესტრო

მაესტროს დამფუძნებლებს შორის დავას ტელე -ეთერის გათიშვა მოჰყვა

ტელე-კომპანია ”მაესტროს ”ეთერი დილიდან კომპანიის მფლობელებს შორის დაპირისპირების გამო გაითიშა.  დილით ტელე-კომპანიასთან გამოცხადაა მისი ერთ-ერთი მფლობელი, ამავდროულად ”ქართული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი.  რადგან  შესასვლელი ჩაკეილი დახვდა, როგორც თავად თქვა ”ალპინისტური გამოცდილება გამოიყენა, ღობეზე გადაძვრა”, შევიდა კომპანიის ტერიტორიაზე, თან შეიყოლა მედია საშუალებების წარმომადგენლები და  გამოაცხადა საკუთარი გადაწყვეილება” მაესტროს” მთავარი პროდუსერის  მამუკა ღლონტის, არხის გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის და ლევან ჩიკვაიძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. ეროსი კიწმარიშვილს  სურდა საეთერო სტუდიაში  შესვლაც, მაგრამ მისივე თქმით: ” ლევან ჩიკვაიძემ  კარი  ჩაკეტა და გასაღები გადააგდო, ილია კიკაბიძემ კი პატრული გამიძახა”. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ეს ადამიანები ”მაესტროს” მეწილეები  არიან და იქნებიან,  მაგრამ სამსახურიდან მისი ბრძანებით უკვე გათავისუფლდნენ  და  მით უმეტეს არავითარი უფლება არა აქვთ კომპანიაში არ შეუშვანე  მფლობელი.  მამუკა ღლონტის  თქმით,  მისთვის გაუგებარია ”საიდან გაათავისუფლა ის კიწმარიშვილმა ”. დამფუძნებლებს შორის დავის გამო ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ მიეცათ , ტელევიზია ეთერში ვერ გავიდა.  ამასთან ,დღესვე სოზარ სუბარმა ოფიციალურად დაადასტურა ”ქართული პარტიიდან” წასვლა.  ”მაესტროს” ტერიტორიაზე ისიც მივიდა და თქვა, რომ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. ”მაესტროს” ჟურნალისტების სახელით განცხადება გააკეთა  არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თამარ რუხაძემ, მან თქვა, რომ ის და მისი კოლეგები ”ამაყობენ  სარედაქციო დამოუკიდებლობით”, რუხაძემ ”მაესტროს” ჟურნალისტების სახელით თქვა, რომ მიუღებელია სამსახურდან  ღლონტის, კიკაბიძის და ჩიკვაიძის გათავისუფლება , ეროსი კიწმარიშვილის კი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.

 გუშინ ”მაესტროს” დამფუძნებლებმა ეროსი კიწმარიშვილი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულეს. კიწმარიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საპასუხოდ  ტელკომპანიაში მისვლა გუშინვე  სურდა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ეთერის მიმდინარეობისას, ამ ეთერისადმი საზოგადოების  ინტერესის გამო მოქმედებისგან თავი შეიკავა. ამ ცოტა ხნის წინ,  კიწმარიშვილმა,  როგორც ”მაესტროს” ერთ-ერთმა მფლობელმა მოუწოდა ტელეკომპანიის თანამშრომლებს განთავისუფლდნენ ეიფორიისგან, რაც  მისი სიტყვებით ” ივანიშვილის პოლიტიკაში მისვლამ შეუქმნათ” და ობიექტურად გააშუქონ მოვლენები.

ცოტა ხნის წინ მაესტრომ ეთერი მამუკა ღლონტის განცხადებით განაახლა. მან თქვა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა "ძალა იხმარა თანამშრომლების წინააღმდეგ და შეწყვიტა საწარმოო პროცესი”  და   დასძინა ,  რატომღაც  პატრული მხოლოდ კიწმარიშვილს უსმენსო. ღლონტის განცხადებით დღევანდელი ფაქტის გამო ”მაესტრო” წყვეტს ყველანაირ კავშირს კიწმარიშვილთან და მას შეუძლია დავა სასამართლოში გააგრძელოს.

კომენტარები