გლობალური დათბობა

კლაიმეტგეითი 2: ახალი იმეილიები გლობალური დათბობის მანიპულირების შესახებ

კვირას 5000-მდე იმეილი გამოქვეყნდა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ გლობალური დათბობის საკითხზე მომუშავე მეცნიერები ინფორმაციის მიჩქმალვას და მონაცემების მანიპულირებას ცდილობენ.\

 იმეილებიდან ჩანს, რომ მეცნიერები ცდილობენ მონაცემები არ გასაჯაროვდეს და გლობალური დათბობა მეცნიერების ნაცვლად პოლიტიკურ საკითხად იქცეს. ამასთან მიმოწერაში მეცნიერები აღიარებენ, რომ მეცნიერულად გლობალური დათბობის თეორია სუსტია და მონაცემებით მანიპულაციაზეა დამოკიდებული.

გატეხილი იმეილები გლობალური დათბობის თემაზე მომუშავე წამყვან მეცნიერებს, მათ შორის გაეროს კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელის წარმომაგენლებს ეკუთვნის.

მსგავსი იმეილები 2 წლის წინ, 2009 ნოემბერშიც გამოქვეყნდა.

იმეილების გამოქვეყნებას სხვადასხვა რეაქცია მოჰყვა. უმრავლესობისთვის იმეილები კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ გლობალური დათბობა მითია. მეორე მხრივ, ისეთი მედია ორგანიზაციები, როგორიც ბრიტანული გამოცემა Guirdian-ია, იმეილების შინაარსზე მსჯელობის ნაცვლად, იმეილების გამტეხი ჰაკერის დასჯას მოითხოვს. ბევრისთვის Guirdian-ის ეს პოზიცია ორმაგი სტანდატების გამოვლინებაა. ეს გაზეთი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც Wikileaks-ის დოკუმენტები გამოქვეყნა

 

კომენტარები