ჯანმრთელობა

პლასტიკური შეფუთვის რისკები ჯანმრთელობისთვის

მოხალისეებზე ჩატარებულმა ტესტმა  დაადასტურა  ”ბისფენოლ  ა”-ს არსებობს იმ ადამიანების  შარდში, რომლებიც დაკონსერვებულ სუპს იღებდნენ. ტესტის შედეგებზე აშშ-ს სამედიცინო  ასოციაციის ჟურნალი წერს.  კვლევის ავტორები მიუთითებენ ჯანმრთელობაზე  ”ბისფენოლ ა”-ს მავნე ზემოქმედებაზე  და დაკონსერვებული სუპების მომხმარებლებს  შეახსენებენ, რომ პლასტმასის გამჭირვალე  ჭურჭელში შენახულ სუპთან ერთად ”ბისფენოლ ა”-საც იღებენ.  

ევროკომისიამ  შარშან აკრძალა ამ ნივთიერების გამოყენება   საბავშვო ბოთლების დამზადებაში, თუმცა” ბისფენოლ ა”-ს კვლავაც იყენებენ სხვადასხვა გამჭირვალე   ჭურჭლის დასამზადებლად, მათ შორის  კონსერვირებული სუპებისთვის და   ზოგიერთი არაალკოჰოლური სასმელის შენახვისთვის. აღნიშნული ნივთიერება  ჭურჭელს იცავს  კოროზიისგან და  მასში შენახული საკვების  შენახვას უწყობს ხელს.  2010 წელს  აშშ-ში ”ბისფენოლ ა” აღიარებულ იქნა ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებად, მეცნიერები აცხადებენ რომ ის მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ტვინზე და ხდება მიზეზი ონკოლოგიური დაავადებების. 

კომენტარები