ტელეკომპანია РЕН ТВ-ის ტელეწამყვანი, ტატიანა ლიმანოვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან პირდაპირი ეთერში შუა თითი აჩვენა. ეს ჟესტი მან იმ დროს გააკეთა, როდესაც ტელეწამყვანი პირდაპირ ეთერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის APEC-ის სამიტზე გამოსვლასთან დაკავშირებით საუბრობდა და ამერიკის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას სახელს ახსენებდა. РЕН ТВ-ის ხელმძღვანელთა განცხადებით, ეს ჟესტი მან საეთეროში კოლეგას გაუკეთა და არ იყო დაკავშირებული ინფორმაციასთან. მიუხედავად ამისა, არხის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რომ ლიმანოვამ ამ არხზე აღარ უნდა იმუშვოს.
tbl.ge/ave
დაკოპირდა




