ავღანეთი

ავღანეთში ნატოს იერიშმა ბავშვები იმსხვერპლა

ავღანეთის სამხრეთში ნატოს საჰაერო იერიშმა  7  მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, მათგან 6 ბავშვი. ეს ინფორმაცია  ყანდაგარის ადმინისტრაციამ გაავრცელა, მანვე განმარტა, რომ ნატოს საჰაერო  ძალების იერიშის მოტივაცია შესაძლოა ყოფილიყო ინფორმაცია თალიბების მიერ  ახალი ტერაქტების მზადების შესახებ. პრეზიდენტმა  კარზაიმ  დაგმო   საჰაერო იერიშის გამო მშვიდობიანი მოქალაქეების  დახოცვის ფაქტი. ნატოს  წარმომადგენლობამ კი განაცხადა, რომ ამოწმებს ინფორმაციას. 

კომენტარები