თურქმენეთის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი ჩინეთს ოთხდღიანი ვიზიტით სტუმრობს. დღეს იგი თურქმენეთიდან სამხრეთ ჩინეთისკენ მიმავალი 8,700-კილომეტრიანი მილსადენის გახსნის ცერემონიალს დაესწრო. იგი ივნისში ამოქმედდა და ორ ქვეყანას შორის გაზრდილი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაჩვენებელია.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 23 ნოემბერს მხარეებმა ხელშეკრულებაც გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, თურქმენეთი აშხაბადს ყოველწლიურად დამატებით 25 მილიარდ კუბურ მეტრს მიაწვდის.




