ირანი

დამატებითი სანქციები ირანის წინააღმდეგ

აშშ-მ, კანადამ და დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადეს ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების შესახებ. დიდი ბრიტანეთი წყვეტს ყველანაირ კონტაქტს ირანის ბანკებთან, კანადამ კი გაზის და ნავთობის კომპანიებს აუკრძალა ირანში საკუთარი პროდუქციის ექსპორტი. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციის განცხადებით, აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს საფინანსო და ენერგეტიკულ სფეროებში გაატარებს.

ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღება მას შემდეგ მიიჩნიეს საჭიროდ, რაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობდა. ირანმა საკუთარი ენერგეტიკული და ნავთობქიმიური დარგების წინააღმდეგ შემოღებულ სანქციებს ”არაეფექტიანი შურსძიება” უწოდა. ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გააკრიტიკა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც , მოსკოვი აღნიშნულ სანქციებს ”საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შეუსაბამოდ ” განიხილავს.

 

კომენტარები