ესპანეთი

ესპანეთში სოციალისტების მმართველობა სრულდება

წინასწარი მონაცემებით, ესპანეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე-ცენტრისტულმა ” სახალხო პარტიამ ”გაიმარჯვა და ესპანეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა. ოპოზიციური პარტიის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ ეკონომიკური კრიზისის წინაშე გამოვლენილი უუნარობის გამო ამომრჩევლის ნდობა დაკარგა.

” მე მოგიწოდებთ კვლავაც დამიჭიროთ მხარი, ჩვენ გვექნება რთული პერიოდები, მაგრამ ჩვენ გვაქვს სურვილი, ნება და გამბედაობა, ჩამოვაყალიბოთ მთავრობამ , რომელიც გამოხატავს ესპანელების ინტერესებს” - ასე მიმართა ამომრჩეველს მარიანო რახოიმ, რომელიც ესპანეთის მომავალ პრემიერ-მინისტრად მოიზრება, ის ”სახალხო პარტიის” ლიდერია.

კვირას ჩატარებული არჩევნებით ესპანეთში სრულდება სოციალისტების 7 წლიანი მმართველობა, მოსალოდნელია, რომ ესპანეთის 350 მანდატიან პარლამენტში ”სახალხო პარტია” 186 მანდატს გააკონტროლებს და ეს იქნება ყველაზე დიდი უმრავლესობა, რაც კი ბოლო 30 წლის მანძილზე ესპანეთის პარლამენტში რომელიმე პარტიას ჰქონია. სოციალისტებმა ხმების დაახლოებით 29 პროცენტი მოიპოვეს და პარლამენტში 110 ადგილს დაიკავებენ.

 

კომენტარები