ევრაზიული კავშირი

გაფორმდა დეკლარაცია ევრაზიული ინტეგრაციის შესახებ

ბელარუსიისა და ყაზახეთის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა არ გამორიცხა ”ევრაზიული ეკონომიკური  კავშირი”  2015 წლამდე, დაჩქარებულად   ამოქმედდეს. მედვედევმა, ნაზარბაევმა და ლუკაშენკომ   ხელი მოაწერეს დეკლარაციას ”ევრაზიული ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ”. დეკლარაციის ხელმოწერის წინ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბელარუსია და ყაზახეთი ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ევრაზიის სივრცეში ინტეგრაციის საკითხს. აქამდე სამი ქვეყანა საბაჟო კავშირში იყო გაერთიანებული.  18 ნოემბრის შეთანხმებით შეიქმნება ერთიანი , მმართველობითი ორგანო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს. ევრაზიული კავშირის ცენტრალური ოფისი მოსკოვში განთავსდდება. 

 ევრაზიული კავშირის შექმნის იდეა ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის , პუტინი რუსეთის პრეზიდენტად დაბრუნებას აპირებს, რუსეთის მმართველ პარტიაში  კი  მომავალ ”კავშირს”   წარმოიდგენენ  ”დიდ ქვეყნად” -  საერთო ვალუტით და მმართველობის ორგანოებით.  ”ევრაზიული კავშირის”  შექმნის შესახებ  პუტინის იდეას დასავლეთში საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა უწოდეს, რაზეც პუტინმა განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირში ჩაწერის ინსტიტუტი ადამიანებს არ აძლევდა გადაადგილებისა და საქმის წარმოების   თავისუფლებას, რაც  მათ მომავლაში ”ევრაზიულ კავშირში ექნებათ”. 

ორი კვირის წინ რუს პენსიონრებთან და დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე  მედვედევმა და პუტინმა გამოხატეს  სენტიმენტები საბჭოთა ეპოქის მიმართ.  20 წლის წინ  საბჭოთა კავშირის დაშლას მედვედევმა მძიმე და სევდიანი  უწოდა . მან პენსიონრებს უთხრა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ახალი კავშირის შექმნაზე, ”დარმწუნებული ვარ მას კარგი მომავალი  ექნება”- განაცხადა მედვედევმა.  

კომენტარები