საქართველო-ევროკავშირი

კრჟიშტოფ ლისეკი: საქართველო ევროკავშირის წარმატებული პარტნიორია

ევროპის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებლის კრჟიშტოფ ლისეკის შეფასებით, ევროკავშირი საქართველოს წარმატებულ პარტნიორად განიხილავს. საქართველოს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე მან საქართველო დაახასიათა ევროპულ ქვეყნად, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ ფასეულობებს. ლისეკმა აღნიშნა, რონ ევროკავშირს ექვსი პარტნიორი ჰყავს ”აღმოსავლეთის პარტნიორობს” ფარგლებში და მათ შორის საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის პასუხისმგებლობას აკისრებს როგორ საქართველოს ისე ევროკავშირს, საქართველომ უნდა გააგრძელოს რეფორმები, ევროკავშირი კი მას ცოდნით, გამოცდილებით და ტექნიკურად დაეხმარება . "ვფიქრობთ, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში ელოდებოდა ევროპარლამენტის ამ განცხადებას. პარლამენტის 90 პროცენტზე მეტმა, ყველა პოლიტიკური ჯგუფის, ფრაქციის წარმომადგენელმა ხმა მისცა და დაეთანხმდა ტერმინს ოკუპაცია. ვფიქრობთ, რომ ახლა არის დრო ყველა მოვლენას საკუთარი სახელი დაერქვას. რუსეთის მთავრობას მოვუწოდებთ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიებიდან სწრაფად გაიყვანონ, ისევე სწრაფად, როგორც არის შესაძლებელი," - აღნიშნა ლისეკმა.

ევროპარლამენტის მირ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაში საქართველო მოხსენიებულია ევროპულ ქვეყნად, რომელსაც აქვს უფლება გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წვერი. რეზოლუციის ტექსტში აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გამოცხადებულია საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, ევროპარლამენტმა მოუწოდა რუსეთს უკან წაიღოს სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილება

 

კომენტარები