სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა 16 ნოემბრისთვის დაგეგმილ არაბული ქვეყნების ლიგის შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა. რეჟიმმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაციამ ოფიციალური დამასკოსთვის ლიგის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
ამგვარი ნაბიჯის მიზეზი ბაშარის რეჟიმის მოქმედება გახდა: უშუშროების ძალებმა ორგანიზაციის მიერ ინიცირებული სანშვიდობო ინიციატივის აღსრულების ნაცვლად დემონსტრანტებზე იერიში კვლავაც მიიტანეს.
წევრობის შეჩერების მიუხედავად, რეგიონულმა ორგანიზიამ გადაწყვიტა, რომ მომავალში პრეზიდენტის გადაგომასა და სისხლისღვრის ჩასახშობად საგარეო სამხედრო ინტერვენციის აუცილებლობაზე აქცენტს არ გააკეთებს.
პარალელურად გაიზარდა სირიაზე საერთაშორისო ზეწოლა. აშშ-მა იმედი გამოთქვა, რომ ლიგა შეხვედრის შემდეგ ასადს დემოკრატიული ცვლილებებისა და საკუთრი ხალხის წინააღმდეგ ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
პოზიცია კიდევ უფრო გაამკაცრა სირიის მეზობელმა თურქეთმა. ,,დაუშვებელია მომავლის აგება უდანაშაულოთა სისხლზე“ - განაცხადა მისმა პრემიერ-მინისტრმა, რეჯეფ ტაიპ ერდოანმა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, შეჩერდა სირიასთან ერთად არსებული ნავთობის მოპოვების პროექტები.
იორდანიის მეფე აბდულამ ასადს პოსტის დატოვებისკენ მოუწოდა. იგი პირველი არაბული ქვეყნის ლიდერის, რომელმაც მსგავრსი კომენტარი გააკეთა.
ევროკავშირი კი სირიაზე დაწესებულ სანქციებს ამკაცრებს.




