ჩინეთში, გასართობ პარკში, ატრაქციონი მოულოდნელად გაჩერდა და ორი მოზარდი გოგონა თავდაყირა დაკიდებული აღმოჩნდა. ისინი მიწიდან 10 მეტრის სიმაღლეზე ქანაობდნენ. ერთერთ გოგონას გულიც წაუვიდა, გარკვეული ხნით თავდაყირა მდგომარეობაში ყოფნის გამო.
ოპერატიულად გამოძახებულმა მაშველებმა ორივე გოგონა გადაარჩინეს. მათ დაზიანებები არ აქვთ. ერთერთმა კი საკუთარი ძალებით, სხვების დახმარებით გარეშე შეძლო სამაშველო კიბეზე ჩამოსვლა.
ჩინეთში მსგავსი შემთხვევები საკმაოდ ხშირია. 6 ივლისს სამხრეთ ჩინეთში, ქალაქ შენჟენში, პარკში მომხდარ ინცინდენტს მსხვერპლიც მოყვა.




