საპროტესტო აქციები

ნიუ-იორკში დაიკავე უოლ სტრიტის კარვების ქალაქი დაიშალა

ნიუ-იორკში პოლიცია შევიდა მოედანზე , სადაც მოძრაობა ”დაიკავე უოლ სტრიტის” აქტივისტებს კარვები ჰქონდათ გაშლილი. მანამდე აქციის მონაწილეები ნიუ-იორკის მერიამ გააფრთხილა, რომ აუცილებლად უნდა დაეტოვებინათ დაკავებული ტერიტორია და აელაგებინათ იქ მათ მიერვე გაშლილი კარვები. მერიამ მოძრაობის აქტივისტებს განუმარტა, რომ მოედანზე დაბრუნება მისი დასუფთავების შემდეგ შეეძლებათ. გავრცელებულ ვიდე და ფოტო მასალაზე აღბეჭდილია, როგორ გააქვთ ”დაიკავე უოლ სტრიტის” აქტივისტებს მოედნის ტერიტორიიდან საკუთარი ნივთები და დაშლილი კარვები.

 ანალოგიური ”კარვების ქალაქი” პოლიციამ ორშაბათს კალიფორნიაშიც დაიშალა.

 მოძრაობამ ”დაიკავე უოლ სტრიტი” ამერიკის შეერთებულ შტატებში, სექტემბერში დაიწყო აქტიურობა. მისი აქტივისტები კორპორაციების სიხარბის, ასევე საფინანსო უთანასწორობის წინააღმდეგ გამოდიან. აშშ-ში დაწყებულმა საპროტესტო კამპანიამ გამოძახილი ჰპოვა ბევრ ქვეყანაში . 15 ოქტომბერს ”დაიკავე უოლ სტრიტის” მხარდასაჭერი აქციები გაიმართა ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის სხვა და სხვა ქალაქებში.

 

კომენტარები