მარიო მონტი ახალი მთავრობის ფორმირებას იწყებს. 68 წლის მონტი მინისტრების ვინაობას არ ასახელებს. მთავრობის ფორმირებისთვის ვადა არ არის განსაზვრული. ახალი პრემიერი ყველა პოლიტიკურ პარტიასა და გაერთიენებასთან კონსულტაციას გეგმავს, რის შემდეგაც იტალიას ეკონომიკურ კრიზისთან საბრძოლველად ახალი მთავრობა ეყოლება.
ბერლუსკონის გადადგომამ და ახალი მთვავრობის დანიშვნის პერსპექტივამ იტალიის საფონდო ბირჟაზე ორშაბათს ფასების უმნიშვნელო ზრდა გამოიწვია, რაც ქვეყნის ეკონომიკური მომავალის შესახებ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.




