მკერდისა და საკვერცხის კიბოთი დაავადებულებში ახალი ვაქცინის გამოყენებამ დადებითი შედეგი აჩვენა. ვაქცინამ განსაკუთრებით კარგად იმოქმედა იმ პაციენტებზე, რომელთა ორგანიზმიც ქიმიოთრაპიით არ იყო დასუსტებული. როგორც ონკოლოგები იუწყებიან, ახალი ვაქცინა კიბოთი დაავადებულთა განკურნებას ვერ შეძლებს, მაგრამ მათ სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს.
ახალი ვაქცინა სხვა ვაქცინების მსგავსად მოქმედებს. ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმში ხვდება ვირუსი, რომელიც მას დაავადებასთან გამკლავებაში ეხმარება. მეცნიერთა განცხადებით, კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება, ამიტომ პაციენტთა მკურნალობისთვის ამ ვაქცინის გამოყენება ადრეა.




