ჩინეთში, ინდონეზიაში, მალაიზიასა და სინგაპურში ათასობით ქალი და კაცი ქორწინდება 11.11.11-ში, ანუ დღეს. მათი აზრით ეს მომავალ ოჯახს გაამყარებს და ბედნიერებას შემატებს.
მარტო შანხაიში პარასკევს ქორწინებით 5 ათასმა წყვილმა დაუკავშირა ერთმანეთს ცხოვრება. ქორწინების მასობრივი ცერემონიის გამართვას პარასკევს 80 ახალგაზრდამ დაგეგმა ვიეტნამში, ხოლო ათასობით წყვილმა საკუთარი კავშირი ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში.




