რუსეთი და ტაჯიკეთი

რუსეთიდან ტაჯიკეთის მოქალაქეებს აძევებენ

მოძრაობამ "ტაჯიკთა შრომითი მიგრანტები", რუსეთის საემიგრაციო სამსახური რუსეთში მყოფი ტაჯიკებისთვის სამუშაო უფლების ჩამორთმევაში დაადანაშაულა. მოძრაობის ლიდერმა კარომატ შარიპოვმა აღნიშნული ფაქტი 2006 წელს საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განვითარებულ ანტიქართულ მოვლენებს შეადარა. "სწორედ ამგვარად აძევებდნენ 2006 წელს ქართველებს. ამის გამო რუსეთმა დაკარგა საქართველო, შემდეგ უკრაინა, უზბეკეთი და ახლა როგორც ჩანს ტაჯიკეთის ჯერი დადგა", - განაცხადა მან .

გავრცელდა ცნობები , მოსკოვში ტაჯიკი მიგრანტების დაკავების შესახებ .  დასავლეთის მედია  იტყობინება, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყნიდან  300-ამდე მათგანის გაძევებას აპირებს. რუსეთის მიგრაციის სამსახურში აცხადებენ, რომ ტაჯიკეთის ამ მოქალაქეებმა რუსეთის ტერიტორიაზე კანონდარღვევები ჩაიდინეს და განმარტავენ, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება არ უკავშირდება მოსკოვსა და დუშამბეს შორის დაძაბულობას, რაც ტაჯიკეთში 2 რუსი მფრინავის დაპატიმრებას და გასამართლებას მოჰყვა. მფრინავები ფრენის წესების, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის და კონტრაბანდისთვის დააკავეს, სასამართლომ მათ 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რუსეთმა ტაჯიკეთს სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვა და მფრინავების გათავისუფლება მოუწოდა. დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ მფრინავებისთვის გამოტანილი განაჩენი შეკითხვებს ბადებს და რუსეთი ამისთვის პასუხს გასცემს ტაჯიკეთს.

BBC -ს მოჰყავს რუსეთის დიპლომატიური წრეებიდან ანონიმური წყაროს კომენტარი, რომ რუსეთიდან ტაჯიკეთის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება არის ”რუსეთის ასიმეტრიული პასუხი” , რომელზე მინიშნებაც მედვედევმა გააკეთა.

 

კომენტარები