ისრაელ-ირანის ურთიერთობა

ისრაელმა ირანზე იერიში შესაძლოა დეკემბერში მიიტანოს

ისრაელმა ირანზე იერიში შესაძლოა დეკემბერში მიიტანოს, ამის შესახებ Daily Maili ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით წერს. გამოცემას მოჰყავს  საკუთარი წყაროს სიტყვები: ”ისრაელი აშშ-ს ლოჯისტიკური მხარდაჭერით  ადრე თუ გვიან მიიტანს იერიშს ირანის ბირთვულ ობიექტებზე, ჩვენ ამას ველით საშობაოდ, ანდაც მომავალი წლის დასაწყისში”.  Daili Maili    წერს, რომ ბარაკ ობამას მოუწევს ისრაელის მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წავა რისკზე და დაკარგავს ამერიკელი ებრაელების მხარდაჭერას მომავალ არჩევნებზე.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ  ნოემბერში, ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე    ლონდონი  თეირანის წინააღმდეგ ახალ   სანქციებს  მოითხოვს.   ბირთვული  ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ ირანი მუშაობდა ბირთვულ იარაღზე და შესაძლოა მუშაობას დღესაც განაგრძობს. ოფიციალურმა პარიზმა ამასთან დაკავშირებით  აღნიშნა, რომ მომხრეა   ირანის წინააღმდეგ ”უპრეცედენტო სანქციების”შემოღების.  

კომენტარები