საფრანგეთმა მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს განიხილოს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს განცხადება იმის შესახებ, რომ ირანი ატომურ იარაღზე მუშაობდა. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზი მომხრეა ირანის წინააღმდეგ ”უპრეცედენტო” სანქციების შემოღების, თუკი ის არ დაემორჩილება საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნებს.
ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს, რომ ირანის მიერ ბირთვულ იარაღზე მუშაობის დამადასტურებელ დოკუმენტს ფლობს, თუმცა თეირანმა სააგენტოს დასკვნაში აღნიშულ ბრალდებას ”არადაბალანსებული და პოლიტიკურად მოტივირებული”უწოდა. ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშში წერია, რომ ირანი სულ მცირე შარშანდლამდე, მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე. ანგარიშის თანახმად, სააგენტოს აქვს მტკიცებულება, რომ ირანი 2010 წლამდე ატომური იარაღის განვითარების სხვა და სხვა პროექტს ამუშავებდა და ცდებს ატარებდა. ანგარიშის შინაარსი ცნობილი 8 ნოემბერს გახდა. სააგენტოს თანახმად ბირთვულ იარაღზე ირანი შესაძლოა დღესაც მუშაობდეს.




