კრიმინალი

რობერტო ქველინის თავდასხმაში ეჭვიტანილები დააკავებულები არიან

სამართალდამცავებმა შიშველი ფოტოსესიის ავტორის თავდასხმაში ეჭვიტანილი ოთხი პიროვნება დააკავეს. რობერტო ქველინის თქმით, იგი ძალადობის მსხვერპლი თავისი შემოქმედებისთვის გახდა: „4 კაცი მცემდა უმოწყალოდ, ერთერთმა თვალში მთხარა თითი და მითხრა: შენნაირი ბლანჟეიანი ყ.. ფოტოგრაფია რომ გაათახსირეს საქართველოო. ვარ უმოწყალოდ ნაცემი, თვალში მიჭირს ხედვა, ფაქტიურად ყველა სახსარი მტკივა“ - ნათქვამია რობერტო ქველინის განცხადებაში, რომელიც „არტ ჰედ კოლექტივის“ ვებ გვერდზე გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ მან ფოტოკონკურსს „მე და ჩემი ქალაქისთვის“ ქუთაისში, თეთრ ხიდთან სოფიო შადრიგინას თამამი ფოტოსესია მოაწყო. ფოტოგრაფი მისთვის უცნობმა პირებმა გუშინ სწორედ ამ ადგილას სცემეს. 

კომენტარები