რუსეთი

მოსკოვში საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს

მოსკოვში დააკავეს 20 -ამდე  პირი  არასანქცირებული  საპროტესტო აქციის გამართვისთვის. საპროტესტო აქცია კი შეკრების   თავისუფლების დაცვისთვის მოეწყო.  სააგენტო ”ინტერფაქსის” ცნობით , დაკავებულებს შორის არის  რადიკალური ოპოზიციის ლიდერი ედუარდ ლიმონოვი, ასევე  მოძრაობა ”სოლიდარნოსტის” აქტივსიტი  ილია იაშინი.  შეკრების თავისუფლების დაცვისთვის საპროტესტო აქციები  მოსკოვის გარდა  რუსეთის სხვა ქალაქებშიც მოეწყო. აქციების  აქტიური მონაწილეები პეტერბურგშიც დააკავეს. 

კომენტარები