პალესტინა

პალესტინა UNESCO -ს წევრი გახდა

UNESCO -მ ( გაეროს განათლების, მეცნიერებისა  და კულტურის ორგანიზაცია) დააკმაყოფილა პალესტინელების  თხოვნა ამ ორგანიზაციაში   გაწევრიანების  შესახებ.   დღევანდელი კენჭისყრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გამო  UNESCO-მ  შესაძლოა დაკარგოს   დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებისგან. გასულ თვეში პალესტინამ სრულუფლებიან წევრად მიღება გაეროს მოსთხოვა. აშშ აცხადებს, რომ ვეტოს უფლებით მოახდენს გაეროში პალესტინის გაწევრიანების ბლოკირებას.  UNESCO-ში  ვეტოს უფლება არ მოქმედებს. გადაწყვეტილების მისაღებად ის საკმარისია ორი მესამედის მოპოვება. 

კომენტარები