ნორდ -ოსტის ტრაგედიის მსხვერპლთათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ 2002 წლის ოქტომბერში , მოსკოვში, თეატრალურ ცენტრში გარდაცვლილების ახლობლები და ორგანიზაცია ”ნორდ-ოსტი”. მისი ხელმძღვანელის სერგეი კარპოვის განცხადებით, ტრაგედიის შედეგად 70 ბავშვი დაობლდა, ამას გარდა ბევრმა ადამიანმა შეიძინა ქრონიკული დაავადება , დღეს კი მათ არ ყოფნით სახსრები მკურნალობისთვის. კარპოვმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ნორდ-ოსტის ტრაგედიის მსხვერპლთათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების ინიციატივას მხარს არ უჭერენ ხელისუფლებაში. წელს 10 წელი შესრულდა ტრაგედიიდან. 2002 წლის 23 ოქტომბერს, მოსკოვში, დუბროვკაზე 130 ადამიანის სიცოცხლე დასრულდა. ჩეჩნების შეიარაღებულ ჯგუფს იქ 1000-ამდე ადამიანი ჰყავდათ მძევლად აყვანილი. ჩეჩნები რუსი სამხედროების ჩეჩნეთიდან გაყვანას მოითხოვდნენ. ხელისუფლებამ მძევლებით სავსე შენობა გარედან დაცხრილა. დარბაზში კი მომწამვლელი გაზი შეუშვა.
ნორდ-ოსტი




