ანტიკური ხანის საქართველო

უნიკალური აღმოჩენა მცხეთაში

არქეოლოგიური გათხრების შედეგად, მცხეთის აკროპოლისის ტერიტორიაზე, სპეციალისტებმა მნიშვნელოვანი ძეგლები აღმოაჩინეს. დადგინდა, რომ ანტიკურ პერიოდში ამ ადგილას მეფეები ცხოვრობდნენ. მეცნიერებმა მიაკვლიეს ანტიკური პერიოდის ტაძრის ნაშთებს, გარდა ამისა, აღმოჩენილია აბანოები, მარანი და სხვადასხვა სათავსოები. არქეოლოგების თქმით, გამორიცხული არაა, სხვა უნიკალური ისტორიული ძეგლებიც აღმოაჩინონ.

გათხრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი პროექტიის ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა,ნიკოლოზ ვაჩეიშვილმა მედიას განუცხადა, 40-იანი წლების შემდეგ უკანასკნელ პერიოდამდე ამ ადგილას რეგულარული გათხრები არ ჩატარებულა.

კომენტარები