ლიბიის რევოლუცია

კადაფი შეპყრობილია

ყოფილი ლიბიელი დიქტატორი მშობლიურ ქალაქ სირტის მახლობლად შეიპყრეს. ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს (NTC) ოფიციალური პირის, აბდელ მაჯიდის თქმით, კადაფი ორივე ფეხშია დაჭრილი და მასზე ექიმები ზრუნავენ. მაჯიდის განცხადებით, კადაფი ბადრაგის თანხლებით NATO-ს იერიშებისგან თავის დაღწევას ცდილობდა. NATO-ს ბომბდამშენებმა ბადრაგს შეუტიეს და ოთხი მანქანის აფეთქება მოახერხეს. ლიბიის ექს-ლიდერის დატყვევებისას, მისი შეიარაღებული ძალების მეთაური აბუ ბაქრ იუნუს ჯაბრი მოკლეს.

ტრიპოლში მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და დიქტატორის ჩამოგდებას ზეიმობს.

კომენტარები