ლიბიის რევოლუცია

კლინტონი ტრიპოლიში ჩადის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი ლიბიაში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი ლიბიელი ხალხის მხარდაჭერა და ქვეყანასთან მჭიდრო კავშირების დამყარებაა. იგი აშშ-ის კაბინეტის პირველი წევრია, რომელიც ქვეყანას ეწვია. დედაქალაქში სახელმწიფო მდივანი რამდენიმე საათი დარჩება. კლინტონი მოლაპარაკებებს მართავს ლიბიის ეროვნული გარდამავალი საბჭოს (NTC) მაღალჩინოსნებთან. კლინტონი ასევე შეხვდება ლიბიელ ქალებს, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.

სახელმწიფო მდივანი ტრიპოლიში ჩასვლამდე მალტას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ლიბიაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა და მალტის მთავრობას მადლობა გადაუხადა ლიბიის კრიზისის მოწესრიგების  საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლიბიაში მანამდე ბრიტანელი და ფრანგი ლიდერებიც იმყოფებოდნენ. 

კომენტარები