ლევან მდინარაძის დაკავება

ლევან მდინარაძე სასამართლომ 10 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ლევან მდინარაძე (Dj Rembo) თბილისის საქალაქო სასამართლომ 10 000–ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აღნიშნული თანხა  მან 45 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. ლევან მდინარაძე 17 ოქტომბერს დააკავეს. იგი ეჭვმიტანილია  ნარკოტიკების შეძენა- შენახვაში .

ლევან მდინარაძე ბერა ივანიშვილის მეგობარია. სოციალურ ქსელ facebook-ზე ბერა ივანიშვილმა მისი მეგობრის დაკავება პოლიტიკურ მოტივს დაუკავშირა. მისი თქმით, დაკავებამდე მთელი დღის განმავლობაში მდინარაძე თბილისში „ქართული ოცნების“ მაისურებს არიგებდა.

კომენტარები