ივანიშვილის მოქალაქეობა

ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას დღეს მიმართავს. ამის შესახებ ბიზნესმენის  ადვოკატმა ეკა ბესელიამ ბიძინა ივანიშვილთან მორიგი შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ამავე დროს, მისი თქმით, „ყველა შესაძლო საფრთხის გათვლისწინებით“, ივანიშვილი იტოვებს საფრანგეთის მოქალაქეობას.  

ივანიშვილის ადვოკატი უკანონოდ მიიჩნევს პრეზიდენტის ბრძანებულებას  ბიზნესმენისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ და აცხადებს, რომ ამ ბრძალებულებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

ბესელიას განცხადებით. "გარდა უკანონო ქმედებისა“, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა პრეზიდენტისთვის „დიდი მორალური პასუხისმგებლობაა“, ვინაიდან ბიზნესმენმა საქართველოს მოქალაქეობის უფლება „არამარტო კანონით, არამედ ცხოვრების წესით და ქმედებით დიდი ხანია მოიპოვა".

 

კომენტარები