ბერლუსკონის პრემიერობა

რომში არეულობის შედეგად ასზე მეტი ადამიანი დაშავდა

სილვიო ბერლუსკონის ფინანსური პოლიტიკის გასაპროტესტებელი მასშტაბური  აქცია  იტალიაში, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.  გავრცელებული ცნობებით,  დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. იტალიაში არეულობით  განპირობებულ ზარალს ითვლიან.  
შაბათს რომში დაწყებული  მასშტაბური გამოსვლებისას , დემონსტრანტების აგრესიულად  განწყობილმა ჯგუფმა  ჩაამტვრია ვიტრინები, გადაწვა მანქანები. პოლიციამ დემოსტრანტების წინააღმდეგ  წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ცნობებით,  არეულობის შედეგად დაშავებულებს შორის უმეტესობა  პოლიციელია .    არიან დაკავებულები . იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ   დადო პირობა , რომ ყველა დამნაშავე დაისჯება.   

 

ფინანსური პოლიტიკის გასაპროტესტებელმა აქციებმა    შაბათს მსოფლიოს   82  ქვეყანა  მოიცვა .   ეს იყო  ”დაიკავე უოლ სტრიტის”  მონაწილეთა და მომხრეთა სოლიდარობის აქციები.    შაბათსვე,    საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის,  მოძრაობა ”დაიკავე უოლ სტრიტის”  70 -ამდე აქტივისტი დააკავა პოლიციამ ნიუ-იორკში მაშინ, როცა დემონსტრანტებმა  ერთ-ერთი მთავარი მოედანი  რამდენიმე საათით  დაიკავეს. საპროტესტო მოძრაობა სახელწოდებით ”დაიკავე უოლ სტრიტი” აშშ-ში ერთი თვის წინ დაიწყო. მოძრაობა პროტესტს უცხადებს ფინანსურ კრიზისს, მსხვილ კორპორაციებს და საბანკო პოლიტიკას.

კომენტარები