ბერლუსკონის პრემიერობა

იტალიის პარლამენტმა ბერლუსკონის ნდობა გამოუცხადა

 იტალიის პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის.  ბერლუსკონის და მის მთავრობას  316-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი,  წინააღმდეგ  კი 301-მა მისცა ხმა.  იტალიის პრემიერმა  ხუთშაბათს განაცხადა, რომ   მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება იყო აუცილებელი   კრიზისში მყოფი  იტალიისთვის. პარლამენტის ნდობა 75 წლის ბერლუსკონიმ იტალიის ვალებით გამოწვეული კრიზისა და მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სკანდალების ფონზე მიიღო. 

კომენტარები