რუსეთის შინაგანი ძალების ბატალიონის ”აღმოსავლეთის” მებრძოლებმა ღია წერილით მიმართეს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევს და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაში ჩარევა და იქ სტაბილურობის უზრუნველყოფა სთხოვეს. წერილს 100-ზე მეტი სამხედრო აწერს ხელს . ისინი აცხადებენ, რომ 2008 წლის აგვისტოში აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს წინააღმდეგ , დაეხმარნენ ოს დებს და ძლებს , თუმცა რეგიონის მოსახლეობა დღეს ადგილობრივი ხელმძღვანელობის რეპრესიების მსხვერპლია. წერილში ნათქვამია, რომ ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ შეუშვეს რუსეთის რამდენიმე დელეგაცია, გამშვებ პუნქტზე რუსეთის დელეგაციის წევრებისკენ იარაღიც კი მიმართეს. არჩევნების წინ სამხრეთ ოსეთი სამოქალაქო ომის პირასაა -აღნიშნავენ რუსეთის შინაგანი ძალების სამხედროები და მედვედევს მოუწოდებენ ჩაერიოს ვითარებაში.
tbl.ge/57e
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- პუტინმა დუმას ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი წარუდგინა
- რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის რუსული მართვის მოწმობის აღება გაამარტივა
- ოკუპირებულ ცხინვალში ოპოზიციის მტკიცებით, ე.წ. არჩევნებში მათ გამარჯვებას ჰპარავენ
- ჯიოევი: დაკავებულია რვა ადამიანი, ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყვნენ
- პრეზიდენტი: ერედვში საოკუპაციო ძალა მორიგ ვანდალურ ქმედებებს ახორციელებს




