ისლამიზმი ირანში

ირანელი მსახიობის სასჯელი

ირანში აკრძალულ ფილმში მონაწილეობისთვის მსახიობ მარზიეხ ვაფამერხის ერთლიანი პატიმრობა და მათრახის 90-ჯერ დარტყმა ემუქრება. ვაფამერხი ცნობილი ირანელი რეჟისორის ნასერ თაგვაის მეუღლეა. ის ირანის პოლიციამ ივლისში დააკავა, მას შემდეგ რაც მონაწილეობა მიიღო  ავსტრალიურ ფილმში, ”ჩემი თეირანი იყიდება”. ფილმი თანამედროვე ირანის არაერთ ტაბუდადებულ თემას ეხება.   

 ფილმში მარზიეხ ვაფამერხი გადაპარსული თავით და ჰიჯაბის გარეშე ჩნდება. ნამუშევარი ავსტრალიაში 2009 წელს გამოვიდა,  ირანში კი  დღემდე აკრძალულია.

ბოლო წლების მანძილზე ირანული კინოინდუსტრიის არაერთი წევრი დააპატიმრეს ირანში. რეჟისორი ჯაფარ პანახი ექვსწლიან პატიმრობაშია და 20 წელი ფილმის გადაღება აქვს აკრძალული. მოჰამედ რასოლოფის ასევე ექვსი წლიანი პატიმრობა აქვს  მისჯილი. რამინ პარჩამი, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენელი იყო კვლავაც ციხეში რჩება. 

კომენტარები