რუსეთთან ურთიერთობების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორად კვლავ საქართველო რჩება. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ახალდანიშნულმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ვაშინგტონმა არაერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ცდილობს, დაარწმუნოს სხვა ქვეყნები, არ აღიარონ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. დიპლომატის განცხადებით, აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს მუდმივად აყენებს სხვადასხვა მრავალმხრივ შეხვედრებზეც.
აშშ ყოველმხრივ მხარს დაუჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მისი პოლიტიკური სისტემის სრულყოფას, განაცხადა მაკფოლმა და ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.
„მიგვაჩნია, რომ რუსეთი არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების ფარგლებში” - აშშ ელჩმა ამ განცხადებას დასძინა, რომ შეერთებული შტატები მომავალშიც მოითხოვს შეთანხმების შესრულებას და გააგრძელებს მუშაობას რუსეთთან, რათა მან შეწყვიტოს საქართველოზე ზეწოლა.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთსა და აშშ-ს შორის უთანხმოების ერთ-ერთი საგანია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა. მაკფოლის თქმით, მოსკოვმა ვაშინგტონს „მიუღებელი“ მოთხოვების წაუყენა , გარანტიები მოსთხოვა , რომ ახალი სარაკეტო თავდაცვა რუსეთის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული , წინააღმდეგ შემთხვევაში კი უარი თქვა ამ სფეროში თანამშრომლობაზე . მაკფოლის განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვის მოთხოვნის შესრულებას და ამასთან დაკავშირებით რაიმე დოკუმენტების ხელმოწერას არ აპირებს.
კომიტეტის წინაშე გამოსვლისას მაკფოლმა აღნიშნა, რომ აშშ მხარს უჭერს რუსეთისათვის „პრივილეგიორებული სავაჭრო პარტნიორის“ სტატუსის მინიჭებას. საამისოდ, მისი თქმით, ადმინისტრაცია სთხოვს კონგრესს გააუქმოს ჯექსონ-ვენიკის შესწორება (სავაჭრო შეზღუდვები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის არსებობის დროს იქნა შემოღებული) მანამდე, სანამ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზიციაში გაწევრიანდება.
რუსეთის WTO-ში გაწევრიანებაზე საუბრისას მაკფოლმა იმედი გამოთქვა, რომ ეს დეკემბრისთვის მოხდება. თუმცა, მისი თქმით, მანამდე მოსკოვმა საქართველოსთან შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.