შსს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ახალი ლაბორატორია გახსნა.
შსს-ს ცნობით, ლაბორატორია აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფით, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდა სხვადასხვა საექსპერტო კვლევების შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება, ექსპერტიზებისა და გამოკვლევების ხარისხის ამაღლება და კრიმინალისტიკური საქმიანობის სრულყოფისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება. ლაბორატორიაში ჩატარდება ბალისტიკური კვლევა,
მიკრონაწილაკების, ლაქ-საღებავების, ბოჭკოების, ნავთობპროდუქტებისა და ხელის ანაწმენდების ექსპერტიზა;ნარკოტიკული საშუალებების, ფარმპრეპარატების და ნავთობპროდუქტების ქრომატოგრაფიული კვლევა.ასაფეთქებელი ნივთიერებების სახეობის განსაზღვრა, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა.