ქართუ-ჯგუფის პრეს-სამსახურმა ტაბულას დაუდასტურა ინფორმაცია ჯგუფის ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლების სამსახურიდან წასვლის შესახებ. მომხდარის მიზეზებზე ქართუ -ჯგუფში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს და განმარტეს, რომ ცვლილებებთან დაკავშირებით არ არის გამორიცხული ამ დღეებში განცხადება გავრცელდეს. 12 ოქტომბერს გავრცელებულ ღია მიმართვაში ბიძინა ივანიშვილმა ( რომელიც არის ქართუ-ჯგუფის დამფუძნებელი) ჯგუფის პრეზიდენტი გიგა ჩრდილელი შსს-ს ფარულ აგენტად მოიხსენია.” თქვენმა აგენტმა ჯერ არ იცის, რომ გაშიფრულია. ის ამას დღეს, გაზეთებიდან გაიგებს. ის კარგი ფინანსისტია, წაიყვანეთ, გამოგადგებათ. ქართუ ჯგუფის პრეზიდენტზე, გიგა ჩრდილელზე, ვლაპარაკობდი. ” - თავის მეორე ღია წერილში ასე მიმართა ივანიშვილმა შსს-ს ხელმძღვანელობას.




