აშშ საპრეზიდენტო არჩევნები 2012

გამოკითხვა აშშ-ში: ობამა მეორე ვადით არჩევას არ იმსახურებს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ახლახანს ჩატარებული სოციალური გამოკითხვის მიხედვით გამოკითხული ამერიკელების ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ ობამა არ იმსახურებს მეორე ვადით არჩევას.  909 რესპოდენტის  51%  ფიქრობს, რომ  ვინმე სხვას უნდა მიეცეს პრეზიდენტობის შანსი.გამოკითხვის  ავტორები აცხადებენ, რომ ამგვარი შედეგების მიზეზი ის არის, რომ ამერიკელები იმედგაცრუებულნი არიან ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობით. სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის ზრდის მიხედვით,მოსახლეობის ნახევარი  სუსტ ან არასასურველ  შეფასებას აძლევს პრეზიდენტ ობამას.  მხოლოდ 24% აცხადებს , რომ ის კმაყოფილია.   რაც შეეხება დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს აქ სიტუაცია ამგვარია: დემოკრატთთა 77%  ობამას ხელახლა არჩევის მომხრეა, ხოლო რესპიბლიკელთა 88%  ამის წინააღმდეგია.

აღსანიშნავია ისიც, რომ „პრეზიდენტის ხელმძღვანელობის ინდექსის“ მიხედვითაც მისი რეიტინგი 46.3-მდე დაეცა, ეს მაჩვენებელი 2009-ში 70-ს აღწევდა.

კომენტარები