სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას შეუწყდა: ”რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს ბიძინა გრიგოლის ძე ივანიშვილს 2004 წლის 22 ივლისს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს კონსტიტუციის და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 32-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღება იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.”
ბიძინა ივანიშვილმა 2004 წელს საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ მოიპოვა საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობა. ”აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ბიძინა ივანიშვილს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.” ნათქვამია განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებ, აღნიშნა, რომ ქმნის პოლიტიკურ პარტიას და თან განმარტა, რომ პოლიტიკაში მისვლის შემდეგ ზედმეტი შეკითხვების თავიდან ასაცილებლად, უახლოეს ხანში იტყვის უარს რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობაზე.
საქართველოს კანონმდებლობით ქვეყანაში პოლიტიკური პარტიის შექმნა და მის საქმიანობაში მონაწილეობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა.