ქართული ტაძრები თურქეთში

ოშკის ტაძარი ძეგლთა მსოფლიო ფონდის სიაში

ქართული კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ტაო-კლარჯეთში მდებარე ოშკის ტაძარი ძეგლთა მსოფლიო ფონდის (World Monument Fund) 2012 წლის საზედამხედველო ძეგლთა სიაში მოხვდა.

World Monument Fund-ის ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. 1996 წლიდან მოყოლებული, ის ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო მასშტაბით განადგურების პირას მყოფი ძეგლების სიას აქვეყნებს და მათ გადასარჩენად მსოფლიოს შესაბამის ორგანიზაციებსა და დონორებს მოუწოდებს. წელს 67 ძეგლი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან შეირჩა და ოშკის ტაძარი რჩეულთა რიცხვში მოხვდა. 
 
 სტატისტიკის თანახმად სიაში მოხვედრილი ძეგლების 80 პროცენტს World Monument Fund-ის ჩარევის შემდეგ რესტავრაცია ან კონსერვაცია ჩაუტარდა.
 

კომენტარები