თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ საფრანგეთს მოუწოდა თვალი გადაავლოს საკუთარ კოლონიურ წარსულს. ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ვიდრე სხვებს ჭკუას დაარიგებს საფრანგეთმა თავის წარსულს უნდა გადახედოს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ ერევანში გაკეთებულ მოწოდებას თურქეთის მიმართ - ჩაიხედოს საკუთარ წარსულში და აღიაროს მე-20-ე საუკუნის დასაწყისში სომხების გენოციდი. საფრანგეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც გენოციდად სცნეს სომხების დახოცვა. თურქეთი გენოციდის ბრალდებას უარყოფს. სარკოზიმ ერევანში ვიზიტისას თქვა, რომ ის შეიძლება გამოვიდეს ინიციატივით დანაშაულად გამოცხადდეს გენოციდის უარყოფა.
ევროკავშირი და თურქეთი




