ევროსაბჭო და საქართველო

რეზოლუცია სეპარატიზმის წინააღმდეგ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა თანამედროვე საერთაშორისო სამართალში - დაზუსტების საჭიროება“. დოკუმენტში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი  წევრი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და სამხედრო ჩარევის გზით საზღვრების შეცვლის დაუშვებლობას.  დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „სამხედრო ზომებს“, რაც თურქეთმა 1974 კვიპროსში, ნატო-მ 1999 წელს  იუგოსლავიაში და რუსეთმა 2008 წელს საქართველოში განახორციელეს, საფუძვლად ადამიანს უფლებათა დარღვევების აღკვეთა დაედო. თუმცა,   თავად ამ ზომებმა ადამიანის უფლებათა მრავალრიცხოვანი  დარღვევები გამოიწვია ,  გაჭიანურებული პრობლემების მოგვარება კი ვერ უზრუნველყო. 

ასამბლეამ მიიჩნია, რომ საერთაშორისო სამართალი აღიარებს ეროვნული უმცირესობების თვითგამორკვევის უფლებას, თუმცა „ასეთი უფლება ავტომატურად  არ ნიშნავს  გამოყოფის უფლებას“.

საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს „თავი შეიკავონ იმ ტერიტორიების აღიარებისა და დე-ფაქტო ხელისუფლებების რაიმე სახის მხარდაჭერისაგან, რომლებმაც  უკანონო სეცესია უცხოური სამხედრო ჩარევის გზით განახორციელეს“.

სესიაზე გამოსვლისას დოკუმენტის ავტორმა, გერმანელმა დეპუტატმა მარინა შუსტერმა დაგმო რუსული ინტერვენცია საქართველოში და აღნიშნა, რომ მოსკოვმა საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

 

კომენტარები