ჩეხეთში სალვადორ დალის ილუსტრაციებით გაფორმებულ ბიბლიას გამოსცემენ

29 სექტემბრიდან ჩეხებს საშუალება ექნებათ სურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ილუსტრაციებით გაფორმებული ბიბლია შეიძინონ. ბიბლია 444 ეგზემპლარად გამოვა და 12 კილოგრამს აიწონის. პირველი ეგზემპლარები საჩუქრად გადაეცემათ პარიზის არქიეპისკოპოსს, ჩეხეთის კათოლიკე ეკლესიის ლიდერ დომინიკ დუკას და ჩეხეთის პრეზიდენტს. დალის ილუსტრაციებით პირველად ბიბლია 1967 წელს იტალიაში გამოიცა. სპეციალური ეგზემპლარი მაშინ რომის პაპსაც აჩუქეს, რომელიც თეთრი ტყავითა და ოქროს შესაკრავით იყო გაფორმებული.

წმინდა წერილის ჩეხური ვარიანტი მორთულია ძვირფასი ქვებითა და ოქროს ფურცლით, სადაც დალის ხელმოწერაა დატანილი. წიგნი შეიცავს სურეალისტი მხატვრის 105 ილუსტრაციას ბიბლიურ თემაზე.

კომენტარები