მიხეილ სააკაშვილი : სწორედ, აშშ-ს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ

აშშ-ში ვიზიტის დროს საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა   “FOX NEWS”- ს და ჟურნალისტის შეკითხვას, რამდენად აწუხებს საქართველოს ლიდერს პუტინის გადაწყვეტილება  დაბრუნდეს პრეზიდენტად,  უპასუხა:  ” რუსეთი   რთულ ეტაპს გადის. იქ  მოქმედებს დევიზი:  უარი ვთქვათ რეფორმებზე და ვიმოქმედოთ  გადამწყვეტად. რუსეთში ფიქრობენ, რომ  დღეს, როცა ევროპა და შეერთებული შტატები სხვა რეგიონების პრობლემებით არიან დაკავებულები, დაუდგათ დრო დაამყარონ კონტროლი ყოფილ საბჭოთა სივრცეზე. ” ინტერვიუში პრეზიდენტი  ხაზს უსვამს, რომ   რუსეთის ხელისუფლება არ ცნობს  საქართველოს  ხელისუფლებას. ის  საქართველოში დევნილებს  უკრძალავს სახლში დაბრუნებას და დასძენს:   ”ისინი არ სცნობენ   ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და არად დაუდევენ იმას, რომ მათ ქმედებას საქართველოში , დასავლეთში  უკვე უწოდეს სუვერენულ სახელმწიფოში შეჭრა, ოკუპაცია. ”  ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი  ვარაუდობს, რომ პუტინის გზა  გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთში ვითარებას სერიოზულად გაართულებს.   ხოლო რაც  შეეხება დასავლეთს : ” მართალია მას აქვს პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, აშშ შეძლებს  ძალების   კონსოლიდაციას . ის აუცილებლად გააგრძელებს მსოფლიო ლიდერის   უნიკალური მისიის შესრულებს, რადგან   სწორედ, ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო უკეთესობისკენ,  მათ შორის საქართველოსთვის, რომელსაც სწამს სწორედ იმ იდეალების, რომლებისაც  სწამთ  ამერიკელებს. ევროპა კი მიჰყვება ამერიკის შეერთებულ შტატებს. მე ვფიქრობ, დღევანდელი  კრიზისი იქნება გაკვეთილი დასავლეთისთვის, რომ საჭიროა ერთიანობა.  გაკვეთილი იმის, რომ  ერთი იდეალების მქონე ხალხები  არ უნდა იღებდნენ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს.  ”  

 

 

კომენტარები