ღვინჯია: აფხაზეთი ტუვალუმ აღიარა

წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუმ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამის შესახებ სოხუმის მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა.

მის თქმით, ერთობლივ განცხადებას 18 სექტემბერს სოხუმში აფხაზური მთავრობის პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ და ტუვალუს პრემიერ-მინისტრმა ვილი თელავმა მოაწერეს ხელი.

ტუვალუ წყნარი ოკეანის ცენტრალური ნაწილის კუნძულოვანი სახელმწიფოა. ქვეყნის საერთო ფართობი 26 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა - 12 ათასი. ტუვალუ 1892 წლიდან ბრიტანეთის კოლონია იყო, დამოუკიდებლობა 1978 წელს მოიპოვა. ქვეყანა არის გაერო-სა და ბრიტანული თანამეგობრობის წევრი.

დიპლომატიური ურთიერთობა ტუვალუს მხოლოდ 28 ქვეყანასთან აქვს, თუმცა მათ შორის არ არის რუსეთი. კუნძულებზე ერთადერთი დიპლომატიური წარმომადგენლობა - ტაივანის საელჩო, ფუნქციონირებს. ერთადერთი საელჩო თავად ტუვალუსფიჯიში აქვს გახსნილი.

ტუვალუსთვის შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვან წყაროს ინტერნეტის ეროვნული დომენის tv გამოყენების უფლებით ვაჭრობა წარმოადგენს.
კლიმატის ცვლილებების გამო ტუვალუს სრული დატბორვა ემუქრება. ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობის ევაკუაციის შესაძლებლობას განიხილავს.

დღემდე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვთ: რუსეთს, ნიკარაგუას, ვენესუელას და ნაურუს. წყნარი ოკეანის კიდევ ერთმა სახელმწიფომ - ვანუატუმ, ჯერ განაცხადა აფხაზეთის აღიარეიბს შესახებ, თუმცა ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ 2009 წელს საქართველომ ტუვალუს ეკონიმიკურ დახმარება გაუწია 12 ათასი დოლარის ოდენობით, გაერო-ში ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ფუნქციონირების ხარჯების უზრუნველსაყოფად. ამავე წელს გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ტუვალუმ მხარი დაუჭირა რეზოლუციას ქართველი დევნილების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგინში დაბრუნების თაობაზე.

კომენტარები