საქართველოს პარლამენტში დღეს სარჩევნო კოდექსის პროექტზე მომუშავე სარედაქციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფში „ნაციონალური მოძრაობისა“ და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი პარლამენტში 19 სექტემბერს იქნა ინიცირებული, მანამდე ის განსახილველად ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს კოდექსში შეტანილი იმ ცვლილებების გამო, რომლებიც ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაში არ იყო გათვალისწინებული. ლაპარკია ცვლილებებზე, რომლებიც ამომრჩეველთა მარკირებასა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის გაუქმებას, ასევე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების გაზრდას ეხება.
"ქრისტიან-დემოკრატი" დეპუტატი , ლევან ვეფხვაძე , სარედაქციო ჯგუფის დაშლას არ გამორიცხავს იმ შემთხვევაში , თუ ხელისუფლება გააგრძელებს მისი გვერდის ავლით გადაწყვეტილებების მიღებას. ვეფხვაძის თქმით, დღეს ხელისუფლებამ უნდა განმარტოს როგორ მოხვდა საარჩევნო პროექტში ის თემები, რაც განხილული და შეთანხმებული არ ყოფილა. "თუ ხელისუფლება ასეთ სიურპრიზებს გააგრძელებს, მაშინ სარედაქციო ჯგუფის მუშაობას აზრი აღარ ექნება",-აღნიშნა ვეფხვაძემ.
თავის მხრივ, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საარჩევნო პროცესში ვიდეოთვალისა და მარკირების საკითხზე განხილვები გააგრძელოს. მისი თქმით, ვიდეოთვალის მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებს „გარკვეული შეკითხვები გაუჩნდათ“. კერძოდ, ვიდეოთვალის არსებობა შესაძლოა პიროვნების მიერ ხმის მიცემისა საიდუმლოების დარღვევად შეფასდეს. გარდა ამისა, საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დამონტაჟების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.
რაც შეეხება მარკირებას, კუბლაშვილს თქმით, არასამთავრობო სექტორი მარკირებას პროცედურების ზედმეტად გადატვირთვად მიიჩნევს. „თუ პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია განსხვავებული იქნება, მზად ვართ, მათთან ერთად განვიხილოთ მარკირებასთან დაკავშირებული საკითხები".- განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით , "ნაციონალური მოძრაობა" მომავალ კვირაში გამართავს პრეზენტაციას კანონპროექტში იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებული არ ყოფილა.