სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა დასრულდა. გავრცელებული ცნობებით საჯარო მოსმენაზე საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლებმა სასამართლოს საკუთარი არგუმენტები გააცნეს. რუსეთის მხარემ 2008 წლის აგვისტოში საქართველოზე რუსეთის თავდასხმას რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით გადადგმული აუცილებელი ნაბიჯი უწოდა. საქართველოს მხარემ სასამართლოს საკუთარი სარჩელისთვის თანდართული დოკუმენტური მასალა წარუდგინა. საქართველო რუსეთს 2008 წლის აგვისტოში და მას შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ეთნოწმენდის მოწყობაში და ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ევროპული კონვენციის დებულებისა და მუხლების უხეშ დარღვევაში ადანაშაულებს. პირველ სარჩელით მან ევროპულ სასამართლოს 2008 წლის აგვისტოში, მეორე სარჩელით კი 2009 წელს მიმართა. სტრასბურგში უნდა გადაეწყვიტათ მიიღებს თუ არა სასამართლო საქართველოს მეორე სარჩელს წარმოებაში. იქ ზეპირი მოსმენები დღეს დასრულდა, რის შემდეგაც ევროპელი მოსამართლეები დოკუმენტური და ფოტო მასალის შესწავლას შეუდგებიან.




