#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/kabebibitumad.png##fbimage#
ელიზაბეტ ტეილორის გარდერობი კრისტის აუქციონზე გააქვთ.
400-მდე კაბა, სამკაული, ფეხსაცმელი და ორი საქორწინო კაბა, ყოველივე ამის შეძენის საშუალება მსურველებს დეკემბერში ექნებათ.„ვალენტინო“, „კრისტიან დიორი“, „შანელი“, „ჟივენში“, „ვერსაჩე“ და „ივ სენ ლორანი“. სწორედ ამ ბრენდების კაბები ემოსა ელიზაბეტ ტეილორს მანძილზე.
კაბებთან ერთად მსურველებს ფეხსაცმელების, სამკაულების და ჩანთების ყიდვაც შეეძლებათ.
კაბების საერთო ღირებულება არ მჟღავნდება, ჯერჯერობით მხოლოდ ტეილორის სამკაულების ფასია ცნობილი და ის 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
კრისტის აუქციონი 14 დეკემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.





