ნიუ იორკში ”კონკორდიას სამიტი” მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამერიკისა და დასავლეთის აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება კავკასიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე ახლადაღმოცენებული დემოკრატიების მხარდასაჭერად. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა უნდა მოახდინოს მკვეთრი რეაგირება თავისუფლების მოწინააღმდეგეების ქმედებებზე, დასავლეთი უნდა დაეხმაროს მათ, ვინც ხარვეზების და ნაკლოვანებების მიუხედავად რისკზე მიდის თავისუფლების მოსაპოვებლად. ” ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, ვისაც თავისუფლების ჩახშობა სურს, სწორედ ამიტომ არის კონკორდიას ინიციატივები ფუნდამენტალური”- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში. მან არაბული ქვეყნებისთვის საქართველოს გამოცდილების გაზიარებაზეც ისაუბრა, ”საქართველოს მოდელი სრულყოფილი არ არის და შესაძლოა, ის არც მოერგოს არაბულ ქვეყნებს, მაგრამ საქართველოს გამოცდილება იმედისმომცემია, ის ცხადყოფს რომ რადიკალური ცვლილებების შესაძლებელია ,”-აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სამიტის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: აშშ პრეზიდენტმა 2001-1009 წლებში ჯორჯ ბუშმა, კოლუმბიის პრეზიდენტმა 2002-2010 წლებში ალვარო ურიბემ, პოლონეთის პრეზიდენტმა 1995-2005 წლებში ალექსანდრ კვასნევსკიმ და სხვა პირებმა.” კონკორდიას სამიტი” როგორც ორგანიზაცია 2011 წელს დაარსდა. ის წელს მსოფლიო ლიდერებს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურების იდეით აერთიანებს.