გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ოთხმხრივი ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მასზე საქართველოს მხარის ინიციატივით პირობით საზღვარზე მოსახლეობის უპრობლემოდ გადაადგილების საკითხებზე გამახვილდა ყურადღება . საქართველოს დელეგაციამ ოკუპანტების მიერ დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა და მათი მოხსნა მოითხოვა, პირველ რიგში ავადმყოფებისთვის, რომლებსაც სურთ მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გავრცელებული ცნობებით , რუსეთის დელეგაციას საქართველოს მხარის პროტესტსა და მოთხოვნაზე რეაგირება არ მოუხდენია. საქართველოს მხარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა გალის რაიონში მძიმე კრიმინალურ სიტუაციაზეც.
გალში ინციდენტების პრევენციის ჯგუფი შეიკრიბა
tbl.ge/15nv
დაკოპირდა




